ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი დააკავეს.

მათი ცნობით, ბრალდებულმა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებითა და კანონის გვერდის ავლით, მოქალაქეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოძახების გადავადებისთვის ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი.

საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირის მიერ ქრთამის აღებას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა ექვსიდან ცხრა წლამდე.