კალიფორნიაში, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში ეფლმა ახალი სტრიმინგ-სერვისი წარუდგინა მაყურებელს.

Apple TV+ აერთიანებს როგორც სერიალებსა და ფილმებს, ასევე დოკუმენტურ გადაცემებს, სატელევიზიო თოქ-შოუებსა და სხვა ტიპის გასართობ კონტენტს.

სტივენ სპილბერგი, ჯეი ჯეი აბრამსი, რონ ჰოვარდი, ოპრა უინფრი, ჯენიფერ ენისტონი, რიზ უიზერსპუნი, ოქტავია სპენსერი, დემიენ შაზელი, სოფია კოპოლა - ამ და არამხოლოდ ამ სახელების გაგონება საკმარისია იმის თამამად სათქმელად, რომ Apple-მა დიდი რევოლუცია დაიწყო.

წარმოგიდგენთ ყველა იმ შოუს, რომელსაც მაყურებელი სულ მალე ეფლის სტრიმინგ-სერვისზე ნახავს.

The Morning Show - ჯენიფერ ენისტონი, სტივ კარელი და რიზ უიზერსპუნი სტრიმინგ-სერვისზე დრამატულ სერიალს შემოგვთავაზებენ. ახალი შოუ დილის გადაცემის წამყვანების შესახებ მოგვითხრობს

See - ჯეისონ მომოა და ელფრი ვუდარდი პოსტ-აპოკალიფსურ შოუს გვთავაზობენ. სერიალი მოგვითხრობს გამანადგურებელი ვირუსის შემდეგ გადარჩენილ ადამიანებზე, რომლებიც ვეღარ ხედავენ

Little America - The Big Sick-ისა და Silicon Valley-ის ვარსკვლავი კუმალ ნანჯიანი ეფლის სტრიმინგ-სერვისზე ანთოლოგიურ სერიალს წარმოგვიდგენს. ახალი შოუ მოგვითხრობს, თუ რას ნიშნავს იყო ემიგრანტი ამერიკაში

Little Voice - ჯეი ჯეი აბრამსის ახალი შოუ, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსი ქალის ცხოვრებაზე მოგვითხრობს

ოპრა უინფრი ეფლის სტრიმინგ-სერვისზე ორ დოკუმენტურ ფილმს წარმოგვიდგენს

გარდა დოკუმენტური ფილმისა, ლეგენდარული ოპრა საკუთარი ლიტერატურულ გადაცემასაც ამზადებს

ახლა კი წარმოგიდგენთ პირველ კადრებს ეფლის სტრიმინგ-სერვისის შოუებიდან: