"დაიმახსოვრე, მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა შემდეგი 100 წლის მანძილზე", — ასე უპასუხა ექსპრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა ყოფილ თანაპარტიელს გიგი უგულავას, რომელმაც გადაცემა კვირის აქცენტებში განაცხადა, რომ "სააკაშვილის პოლიტიკურ ფორმაში არაა". უგულავას სიტყვებს სააკაშვილი ფეისბუქზე გამოეხმაურა.

მიხეილ სააკაშვილი დღეს, 25 მარტს კვირის აქცენტების წამყვანს, ეკა კვესიტაძესაც გამოეხმაურა. სააკაშვილი ფიქრობს, რომ ეკა კვესიტაძე ორბანზე საუბრისას მასზე მიანიშნებდა:

"ეკა კვესიტაძის გასაგონად, რომელიც არსებული ივანიშვილის ფონზე აცხადებს, რომ თურმე არ სურს ორბანი საქართველოში და რაღაცნაირად ჩემზე მიანიშნებს. თუ არ გინდათ ორბანი, უყურეთ ივანიშვილს, ოღონდ სახლში წაიყვანეთ და ისე, საქართველოს კიდევ მიეცით განვითარების შესაძლებლობა! ორბანით და სხვა მაგალითებით დაშინება ემსახურება მხოლოდ არსებული ჭაობის შენარჩუნებას და სწორედ ესაა ივანიშვილის თამაში და ყველას ვთხოვ, ნუ შეყვებით მას ამ თამაშში", — აცხადებს სააკაშვილი.