მოგვეცით უფლება, დავიცვათ — სოციალურ მუშაკთა საპროტესტო აქცია
"სოციალური მუშაკი შეუცვლელია", "დაუცველთა დაუცველი დამცველი", "სოციალური მუშაკი სუპერმენი არ არის", — ამ და სხვა ბანერებით სოციალური მუშაკები უკეთესი შრომითი პირობებისთვის მთავრობის კანცელარიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. აქციას შეუერთდნენ სოციალური მუშაკები სხვადასხვა რეგიონიდან.
სოც. მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით დღეს, 25 მარტს გაიფიცნენ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ბენეფიციარებისთვის ეფექტიანი და მყისიერი მომსახურებების შექმნას ითხოვენ. ერთ-ერთი სოციალურ მუშაკი On.ge-სთან ყვება, რომ ამ აქციას 11 წლის განმავლობაში ელოდა, რადგან სისტემაში ბევრი პრობლემა დაგროვდა.
სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ გაფიცვით ბენეფიციარებისა და საკუთარი პროფესიის დაცვას ცდილობენ. მათივე თქმით, რომ სამინისტრო მათ მნიშვნელობას ვერ აცნობიერებს.
"მოგვეცით უფლება, რომ დავიცვათ ბავშვი, მოგვეცით უფლება, რომ დავიცვათ მოხუცი, მოგვეცით უფლება, რომ დავიცვათ ადამიანი", — განაცხადა აქციის მონაწილემ.
სოც. მუშაკებმა გაფიცვის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს 21 მარტს აცნობეს, რასაც წინ თვენახევრიანი უშედეგო მედიაცია უძღოდა. მედიაციის პროცესი სოციალურ მუშაკებსა და სამინისტროს შორის თებერვალში დაიწყო. მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემის ძირეული რეფორმის მოთხოვნით სოციალურმა მუშაკებმა პეტიცია შექმნეს. პეტიციით ისინი ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტსა და მთავრობას მიმართავენ.
სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ წლების წინ ბავშვთა ზრუნვის სისტემის წარმატებით დაწყებული რეფორმა ვეღარ ფუნქციონირებს და ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს მორგებული არაა.
სოციალური მუშაკების გაფიცვის საპასუხოდ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ სოციალურ დაუცველებს მომსახურებას სამინისტროს სხვა თანამშრომლები გაუწევენ.
ამავე თემაზე: სოციალური მუშაკი — პროფესია, რომლის მნიშვნელობასაც სისტემა ვერ ხვდება
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები