ჰუავეის ფინანსურ დირექტორს, მენგ ვანჟოუს, დაკავებისას თან Apple-ის პროდუქცია, აიფონი, აიპადი და მაქბუქი ჰქონდა. ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს.

ვანჟოუ, კომპანიაში საკუთარი თანამდებობის გარდა, ჰუავეის დამფუძნებლის შვილია. თუმცა, როგორც ჩანს ის კონკურენტი კომპანიის, ეფლის პროდუქციის აქტიური მომხმარებელია.

ვანჟოუ 2018 წლის დეკემბერში ვანკუვერში დააპატიმრეს. მას და ჰუავეის ფინანსურ თაღლითობას, შპიონაჟსა და ამერიკული კომპანია T Mobile-სთვის სავაჭრო საიდუმლოების მოპარვას ედავებიან.

სულ ცოტა ხნის წინ, ჰუავეიმ მომხმარებლებს ახალი წელი ტვიტერიდან, აიფონის გამოყენებით მიულოცა, რის შემდეგაც, კომპანიამ ორ თანამშრომელს, ბრენდის იმიჯის შელახვის გამო, ხელფასიდან 5 ათასი იენი ($728) ჩამოაჭრა.