მექსიკური კომპანია ტელევისა წარმატებული ამერიკული სერიალის გრეის ანატომია რიმეიქის გადაღებას გეგმავს.

ABC-ის საკულტო სერიალის რიმეიქს მექსიკურად სასწრაფო დახმარების ოთახი ერქმევა და ამ ეტაპზე სამი მსახიობია დამტკიცებული. მათ შორის ერიკა დე ლა როსა (სავარაუდოდ მერედით გრეის როლზე), მაურისიო ენაო (სავარაუდოდ დერეკ შეპარდის როლზე) და ფრანცისკო ანხელინი.

ამ ეტაპზე უცნობია, გრეის ანატომიის რიმეიქი ტელენოველის ფორმატის იქნება, თუ ამერიკულის მსგავსად კვირაში ერთი სერია გამოვა.

ერიკა დე ლა როსა

მაურისიო ენაო

ფრანცისკო ანხელინი