გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს ხუთეულში მოხვდა არასწორია. ამის შესახებ განცხადება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

გლობალური ჯილდოს კონკურსის ფორმატი საერთოდ არ ითვალისწინებს ხუთეულის გამოვლენას და ფინალში ისევ 10 მასწავლებელი იბრძვის.

ფოტო: მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

საზოგადოება შეცდომაში, სავარაუდოდ, იმ ვიდეომ შეიყვანა, რომელშიც ჩანს, რომ სცენაზე მასწავლებლების ხუთეული გამოჰყავთ, მათ შორისაა ლადო აფხაზავაც. ამ ეტაპზე ვიდეო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფეისბუქგვერდიდან წაიშალა.

გლობალური ჯილდოს ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე დღეს, 24 მარტს 18 საათზე გამოვლინდება.

ამავე თემაზე: