The Grand Tour-ის საქართველოზე გადაღებულ ეპიზოდში ოკუპაციაზე ისაუბრეს
გადაცემა The Grand Tour-ის საქართველოზე გადაღებულ ეპიზოდში ოკუპაციაზე ისაუბრეს. გადაცემის წამყვანები ხურვალეთში ჩავიდნენ და საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ დათა პაპას, დავით ვანიშვილს შეხვდნენ.
"ეს საზღვარია, რომელიც საზღვარი არ არის. ჩვენ აქ ვართ, აი იქეთ არის საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელსაც უმეტესობა აღიარებს, მაგრამ რუსებს მიაჩნიათ, რომ საზღვარი აქ უნდა იყოს. საღამოობით ისინი საზღვარს წევენ. წარმოიდგინე, საქართველოში ცხოვრობ და დილით იღვიძებ რუსეთში", — განუმარტავდა ჯერემი კლარკსონი თანაწამყვანებს რიჩარდ ჰამონდსა და ჯეიმს მეის.
წამყვანებმა ხურვალელ დათა პაპას ჰკითხეს, შეუძლია თუ არა საქართველოში დაბრუნება, რაზეც მან უპასუხა, რომ რუსი სამხედროები მას აკავებენ და ოკუპირებულ ცხინვალში გადაყავთ.
ხურვალეთში მოგზაურობის ნაწილის ქართული თარგმანი კი ფეისბუქგვერდმა TOP Georgian cars-მა გამოაქვეყნა.
The Grand Tour-ის წამყვანები საქართველოში ტურის დროს გორში იოსებ სტალინის მუზეუმსაც ეწვიენ და მას ყველა დროის ყველაზე დიდი დიქტატორი უწოდეს.
გადაცემის ჩაწერისას არაერთხელ აჩვენებენ კავკასიის რუკას, სადაც საქართველოს საზღვრებში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიც შედის.
The Grand Tour-ის წამყვანები საქართველოს ოქტომბერში ეწვიენ. ბათუმიდან თბილისამდე მოგზაურობისას მათ სურამში ნაზუქები დააგემოვნეს, ბენტლიზე დამაგრებული სტალინის ბიუსტით იმგზავრეს. შემდეგ კი მშრალ ხიდზე იშოპინგეს და ქართული ქვევრები შეიძინეს.
ჯერემი კლარკსონი BBC-ის გადაცემა Top Gear-ს ორ თანაწამყვანთან ერთად 2002 წლიდან 2015 წლამდე უძღვებოდა. მას შემდეგ, რაც კლარკსონი გადაცემიდან სკანდალურად გამოუშვეს, მან Amazon Prime-ისთვის ახალი გადაცემა, Grand Tour შექმნა, რომელშიც ის და მისი თანაწამყვანები მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ.
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
-
-
გადახედვაგოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა გოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა
კომენტარები