ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაკარა და სეკივაკე გახდა. ჰარუ ბაშო გორგაძემ 7:8 ბალანსით დაასრულა.

ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად მას დადებითი ბალანსი და იაპონელი სეკივაკე ტაკაკეშიოს დამარცხება სჭირდებოდა. თუმცა ტაკაკეშიომ ქართველი სუმოისტი დოჰიოდან გადააგდო.

ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად მომდევნო ბაშოზე მას 15-დან 10 გამარჯვების მოპოვება სჭირდება.