ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატები მარნეულში აჰმედ იმამყულიევი იქნება. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ბრიფინზე განაცხადა.

"როგორც ყოველთვის მარნეულში ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით ბიძინა ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ", – განაცხადა იმამყულიევმა და დაამატა, რომ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში მარნეულში არაფერი გაკეთებულა.

ევროპულმა საქართველომ მერობის კანდიდატად იმამყულიევი 2017 წელსაც დაასახელა.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი მას შემდე გადადგა, რაც დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის გამო ბრალი წაუყენეს. აბაზოვი 13 ივნისს დაკავეს, გადადგომის შესახებ კი 13 თებერვალს განაცხადა.

აბაზოვმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მას პატიმრობა 10 000 ლარიანი გირაოთი შუეცვალეს.