ფოთში, სანაპიროზე გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ იპოვეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კუს სახეობა კარატაკარეტა შავი ზღვის აკვატორიაში ხმელთაშუა ზღვიდან შემოვიდა.

სააგენტოს განცხადებით, კუ დაუყოვნებლივ საჭიროებდა რეაბილიტაციას. მათივე თქმით, აღნიშნული სახეობისთვის საჭირო პირობები არ არსებობს არც ბათუმის დელფინარიუმში და არც აკვარიუმში.

ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო

უწყებაში ამბობენ, რომ მათ სასტუმრო პარაგრაფის აკვარიუმს მიმართეს. მათი თქმით, გიგანტური კუ სარეაბილიტაციო კურსს გაივლის, რის შემდეგაც ბუნებაში დააბრუნებენ.