შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში ერთი პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, ბრალდებული აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე გააჩერეს და მსუბუქ ავტომობილში მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.