საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დუშეთში კოტეჯს აქირავებენ. მარგველაშვილის თქმით, კოტეჯი თავისი ხელით ააშენა და სტუმრებს საკუთარი მოყვანილი ბოსტნეულით გაუმასპინძლებდა. ამის შესახებ მან შაბათის კურიერთან ისაუბრა.

ექსპრეზიდენტის კოტეჯში ერთი ღამე 80 დოლარი ღირს. საერთაშორისო გაქირავების ვებგვერდ Airbnb-ზე სახლი პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის ანგარიშითაა გამოქვეყნებული.

ფოტო: კადრი ეკრანიდან / Airbnb

როგორც რუსთავი 2-თან საუბარში ყოფილი ლედ ჩიჩუა ამბობს, გაქირავების იდეა მას გაუჩნდა და ყოფილი პრეზიდენტი დათანხმდა, რადგან ეს დამატებითი შემოსავლის წყაროა.

კოტეჯი იმავე ეზოში მდებარეობს, სადაც მარველაშვილის სახლი. უცხოელ სტუმრებს, რომელიც კოტეჯს იქირავებენ, არ ეცოდინებათ, რომ სახლი ექსპრეზიდენტს ეკუთვნის.