თბილისში, ვარკეთილში სმაილისა და არაი თუმოროუს საერთო მაღაზია გაძარცვეს. წაღებულია ე.წ. ჰავერ ბორდები.

როგორც მაღაზიის მენეჯერმა რუსთავი 2-თან საუბრისას თქვა, მაღაზია დილის 9 საათისთვის გაიქურდა. მისი განმარტებით, ვარკეთილის ფილიალი უკვე მეხუთედ გაიძარცვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ქურდობისთვის დგება.