ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დაიწვა ბარაკის ტიპის სახლი.

როგორც On.ge-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მათი თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.