შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებაში ხარვეზები არსებობდა. მისი თქმით, საჭიროა სამოხელეო ნაწილში გამოძიება სისხლის სამართლი კუთხით.

"ძირითადი პრობლემა აქ იყო ხარისხში, ჩვენ რაც დავინახეთ, მართლა იყო, ხარისხში და შესრულებაში", — განაცხადა გახარიამ TV პირველის ეთერში.

ხორავას ქუჩაზე მვკლელობა 2017 წლის პირველ დეკემბერს მოხდა. ინციდენტის დროს მოკლული არასრულწლოვანის, ზაზა სარალიძის მამა ორი წლის განმავლობაში ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ გამოძიებისას გადაცდომები არსებობდა და დამნაშავეს ხელს აფარებდნენ.