On.ge-ის მკითხველს ახსოვს ამერიკაში ცივი ზამთრისას მთლიანად გაყინული მიჩიგანის ტბა — იშვიათი ბუნებრივი მოვლენა იანვრის ბოლოს, -40° ყინვის პირობებში დაფიქსირდა.

თუმცა, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, "დიდი გამყინვარების" პერიოდიც მიუახლოვდა დასასრულს. ამის მიუხედავად, სამყარომ ადგილობრივებს იმედი არ გაუცრუა და დამსხვრეული ყინულებით ულამაზესი სანახაობა შექმნა.

მიჩიგანის ტბა ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი ხუთი ტბიდან ერთ-ერთია და ის მათ შორის ერთადერთია, რომელიც მთლიანად აშშ-ს ტერიტორიაზე მდებარეობს.

პოლარული ვორტექსის შემდეგ, ჩიკაგოში გაზაფხულის ყინულებიანი ნამსხვრევების ჯადოსნური სამყარო ასე გამოიყურება.