ჩინეთში ქიმიური ქარხნის აფეთქების შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა, 90 მძიმედ დაშავდა, ჯამში კი საავადმყოფოში 640 ადამიანი გადაიყვანეს. აფეთქება ხუთშაბათს, 21 მარტს ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მოხდა. როგორც BBC წერს, ქარხანას სასუქების წარმოებით იყო დაკავებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქებას ხანძარი მოჰყვა, რომელიც მეზობელ შენობებსაც გადაედო. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხუთი კილომეტრის რადიუსში შენობების კარები და ფანჯრები ჩაინგრა და 2,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა წარმოიქმნა.

ხანძრის ლოკალიზაცია აფეთქებიდან, დაახლოებით, 12 საათში მოხერხდა. ერთ-ერთი ადგილობრივი France-Press-თან ყვება, რომ ქარხანაში სახანძრო უსაფრთხოების პრობლემები იყო. ადგილობრივ ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ქარხანაში ინსპექტირებას დარღვევა არ გამოუვლენია.

ფოტო: VCG / Getty Images

ფოტო: China Stringer Network / Reuters