სენაკში სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ ბრალდებულებს ფული არ წაუღიათ. მათივე ცნობით, მაღაზიის კონსულტანტი ამბობს, რომ ფულის ნაცვლად ორი ცალი სნიკერსი წაიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.