The New Yorker-ში გამოქვეყნებულ ოპ-ედში GOT-ის ვარსკვლავმა პირველად ისაუბრა, რომ რამდენიმე წლის წინ თავის ტვინზე ორი ურთულესი ოპერაცია გაიკეთა. მსახიობს ანევრიზმები ამოაჭრეს.

მსახიობს პირველი ოპერაცია 2011 წლის თებერვალში გაუკეთეს, მას შემდეგ რაც GOT-ის პირველ სეზონზე მუშაობა დაასრულა.

"ვხვდებოდი რომ რაღაც მჭირდა. მავიწყდებოდა ტექსტები, ხანდახან ადამიანების სახელებიც კი. მაშინ გადავწყვიტე, რომ ექიმთან აუცილებლად უნდა მივსულიყავი", - წერს ემილია.

მსახიობი იხსენებს იმასაც, რომ ხშირად მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებიც ჰქონდა.

"24 წლის ვიყავი, მეგონა ჩემი ცხოვრება დამთავრდა. პირველი ოპერაციის შემდეგ მეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ დასასრულამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი", - იხსენებს ემილია.

პირველი ურთულესი ოპერაციის შემდეგ, გადაღებებს დავუბრუნდი, თუმცა ეს პერიოდი ნამდვილი ღამის კოშმარი აღმოჩნდა.

"გულწრფელი რომ ვიყო, ყოველი დღე საშინელება იყო. სულ ველოდებოდი, რომ მოვკვდებოდი", - ყვება ემილია.

როგორც დეინერის ტარგარიენის როლის შემსრულებელი ამბობს, მისი მდგომარეობა ბოლოს იმდენად გართულდა, რომ 2013 წელს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს და თავის ტვინიდან კიდევ ერთი ანევრიზმა ამოაჭრეს. მსახიობის თქმით, გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან რთული აღმოჩნდა.

"ოპერაციის შემდეგ მეგონა, რომ შედეგი მალევე იქნებოდა. თუმცა, როდესაც სარკეში ჩავიხედე, გადაპარსული თავი და ნაიარევი რომ დავინახე, ძალიან შემეშინდა. მეხსიერებაზე პრობლემები ისევ მქონდა, თუმცა ექიმებმა მითხრეს, რომ ეს ნორმალური იყო და აღდგენის პროცესი მალე დაიწყებოდა", - ამბობს ემილია.

საბედნიეროდ, ამ ამბების შემდეგ ბევრი წელი გავიდა და ემილია თავს უკვე კარგად გრძნობს.