საქართველოს უახლესი ისტორია არსის 30-წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი VII)
ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ "არსის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გია აბულაძის მოგონებების რამდენიმე ნაწილი კომპანიის შექმნასთან დაკავშირებით. ახლა კი, გთავაზობთ ისტორიის გაგრძელებას, თუ როგორ გარდაიქმნა იდეა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ კომპანიად.
იმ ამბებში, რაც კომპანია "არსს" გადახდა თავს, ირეკლება საქართველოს 30 წლის ისტორია – აღტაცებით, გამბედაობით, ეჭვით, შიშით, ავანტიურით, თავდადებით, გაჭირვებით, სასოწარკვეთითა და მიღწევებით სავსე – "არსი” 30 წლისაა.
როგორ ახერხებდა პროფესიონალთა ერთი ჯგუფი მენტალურ გადატრიალებას, ფასეულობათა გადაფასებას – კომპანიის ისტორიის მორიგი, არანაკლებ საინტერესო ეტაპის თხრობას "არსის" დამფუძნებელი, არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი განაგრძობს:
ეს ის პერიოდია, როცა უცხოეთიდან საქართველოში ჩამოდიოდნენ მსხვილი კალიბრის აფერისტები, ოსტაპ ბენდერები. ერთი იყო იტალიელი, ჯან ფრანკო ბონომი. ნიჭიერი ადამიანი იყო, შეეძლო ნებისმიერ თემაზე ესაუბრა. ჩამოვიდა და გაერკვა, ვინ ვინ არის. გაიგო, რომ კერძო კომპანია გვქონდა, დაგვიკავშირდა. გვნახა, რომ ვართ ახალგაზრდა, ენერგიული ხალხი და დაიწყო თანამშრომლობა. მე საქართველო უნდა ავაღორძინოო - ამ იდეას აწვებოდა, იტალიიდან უნდა ჩამოეყვანა ინვესტორები. ბონომიმ ჩაგვიყვანა გენუაში, ქართული კულტურის ცენტრი უნდა გავაკეთოთო. ეს ის წლებია, ჯერ კიდევ მოსკოვიდან რომ დავფრინავთ. მოკლედ, გენუაში რაღაც უცნაურ ადგილას მიგვიყვანა, მონაზონი ქალები დადიან აქეთ-იქით. ჩვენ დავიწყეთ აზომვა, ჩახატვა, მსჯელობა, აქ ის განლაგდება, აქ სუხიშვილები იცეკვებენ, იქ "რუსთავი" იმღერებს და ასე შემდეგ. მონაზვნები კი გვიყურებენ გაკვირვებით, ბონომიმ რა უთხრა, ხომ არ ვიცით. თურმე დედათა მონასტერია, რა კულტურის ცენტრი. მორიგი აფერა. იტალიიდან ჩარტერული რეისით წამოგვიყვანა, თვითმფრინავში ჩვენთან ერთად ისხდნენ ვიღაც კარდინალი, ბანკირები, მშენებლები. აი, ასეთი ტიპები მოაგროვა. ერთადერთი, ვინც გათვალა, რომ აფერისტი იყო, იყო თენგიზ აბულაძე. იმასაც უთხრა, ერთობლივი ფილმები გადავიღოთო, მაგრამ თენგიზმა არ მიიკარა.
თბილისის ომი რომ დაიწო, ბონომი ცხოვრობდა სასტუმრო "თბილისში". სასტუმროს ცეცხლი რომ გაუჩნდა, გამოვიდა და მოწიწებით "ვეფხისტყაოსანი" გამოიტანა: ჭირს წაუღია ჩემი ტანსაცმელი, წიგნი გადავარჩინეო. არავინ იცის, სად იშოვა თუ იპოვა, ალბათ ვიღაცამ აჩუქა. ქართველები გაგიჟდნენ ამაზე. ეროვნული ბანკის საცავები დაიწვა, ის ფეხებზე დაიკიდეს და "ვეფხისტყაოსნის" "გადარჩენამ" აღაფრთოვანა.
ხილიანიდან და ყიფშიძიდან ხალხი უნდა გაგვეყვანა და მშენებლობა დაგვეწყო. სად გაგვეყვანა, ან რა უნდა მიგვეცა, არ ვიცოდით. შავლეგო გეგეჭკორმა, ჩემი კლასელი იყო, I არხზე დილის გადაცემეში მიმიწვია. მივიტანე ხილიანის მაკეტი და ვთქვი, რომ ასეთ მშენებლობას ვიწყებთ, პროექტი დამტკიცებულია და ვისაც ბინები გაქვთ გარეუბნებში, ჩაგვაბარეთ და როცა აშენდება, ასეთ სახლებში ხილიანსა ან ყიფშიძეზე მოგცემთ-მეთქი. მეორე დღიდან დაიწყეს მოსვლა და ბინების ჩაბარება. იმდენი მსურველი იყო, დიდი, საკანცელარიო ჟურნალები გავავსეთ. ბინები იმიტომ გვინდოდა, რომ იქაური მოსახლეობა გაგვეყვანა.
არანაირი კანონი და სტანდარტი არ არსებობდა, არავინ არაფერი იცოდა, რა ეკუთვნოდა, რამდენი. თანაც ძირითადად დაუმტკიცებელი, უკანონო მშენებლობები იყო, ბარაკები. მოსახლეობა – ზოგი ჩხუბობს, ზოგი ისვრის. ვართ გაუთავებელ დავიდარაბაში. ვიღაცას გამოვართვით შავი ვოლგა, ჩავსვით ჩვენი მეგობარი გია ცინცაბაძე, კომკავშირულ-პარტიული იერით, დაბანილ-დავარცხნილი, შავი სათვალით, კოსტიუმში გამოწყობილი, მოვიდა ხილიანზე. მე იქ ვარ, შუა ჩხუბსა და ყაყანში. მოვიდა ეს ვოლგა, გაჩერდა, ჩამოსწია გიამ ფანჯარა. მე მივედი, მივესალმე. გადმოვიდა, ხელი ჩამომართვა, რა ხდება, რამე დახმარება ხომ არ გინდათო? არა, ყველაფერი გვარდება, კარგი ხალხია-მეთქი. ჰო, თუ რამეა, საქმის კურსში ჩამაყენეო, და წავიდა. ხალხი ცოტა მოტყდა. სულ ასეთ დღეში ვიყავით.
ერთი რუსი უსახლკარო ცხოვრობდა იქ. არც პასპორტი, არც არაფერი, არავინ იცოდა, საიდან იყო, იქ როგორ მოხვდა. ვეკითხებით, რა გინდა, რა მოგცეთ? თვითონაც არ იცის. ბოლოს შევთანხმდით, ვუყიდე მატარებლის ბილეთი, ძეხვი, პური, ერთი ბოთლი არაყი, ჩავსვი მატარებელში და გადაჯდომებით პავლოდარში გავუშვი. კიდევ ერთ ტიპს ვაძლევდით ერთ ოთახიანს, არა, ორიანი მინდაო. არ გამოვა-მეთქი. ბევრი ყაყანის მერე მივეცით ოთახ-ნახევრიანი ბინა და დეიდის ქელეხი გადავუხადეთ. ერთი მორფინისტი ტიპი იყო და საწოლიანად გამოიტანეს, ვერ დგებოდა. მეორე სახლიდან კარადა გამოიტანეს და სახლი სულ დაინგრა, ჭერი იმ კარადაზე იყო დაყრდნობილი. ხომ გავიყვანეთ ხალხი, მაგრამ მათთან დავა და დაპირისპირება დიდხანს გაგრძელდა.
მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა და ყველაფერი ქრებოდა. 91-ის აპრილში მოვიყვანე ცოლი, ქორწილში ზურა აბულაძემ მაჩუქა ორი კანისტრა ბენზინი და საქორწილო მოგზაურობაში წავედით თელავში. იმდენად არეული სიტუაცია იყო, ჯაბას ვთხოვე, იარაღის ტარების უფლება მომეცი-მეთქი. კი, ახლავეო, მითხრა და დამიწერა:
გახშირებული იყო ქურდობა, სამშენებლო მოედანიდან ხშირად გვპარავდნენ მასალებს. გვინდოდა დაცვა აგვეყვანა და ხელშეკრულება გავაფორმეთ მხედრიონთან, ანუ მაშველთა კორპუსთან. კონტრაქტში ხომ იწერება - შემდგომში ეს დამკვეთი, ეს შემსრულებელი. დავწერეთ, შემდეგში "მაშველი" და შემდეგში "საშველი".
"არსის” 30–წლიანი ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ მომდევნო ნაწილებში მოგითხრობთ. წინ კიდევ ბევრი უნიკალური მოვლენაა მოსაყოლი...
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
კომენტარები