თავისუფალმა დემოკრატებმა და ევროპულმა საქართველომ მთაწმინდაზე გასამართ შუალედურ არჩევნებზე კანდიდატად შალვა შავგულიძე დაასახელეს. ამის შესახებ პარტიაში ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ გამართეს.

"ეს იქნება ჩვენი პოლიტიკური სტრატეგიული თანამშრომლობის დასაწყისი... ჩვენ უარი ვთქვით შურისძიებასა და ანგარიშსწორებაზე და წინ ვიხედებით", — განაცხადა შალვა შავგულიძემ.