ოსკარის მფლობელი მსახიობი, ტომ ჰენკსი ახალ ფილმში პოპულარული ამერიკელი ტელეწამყვანის, ფრედ როჯერსის როლს მოირგებს.

A Beautiful Day in the Neighborhood - ასე ერქმევა ბიოგრაფიულ ფილმს, რომელსაც მარიელ ჰელარი გადაიღებს.

"სცენარის წაკითხვის დროს ძალიან მოვინუსხე, რადგან ფრედ როჯერსმა თავის დროზე ბევრი რამ მასწავლა. ის, თუ როგორი უნდა იყოს კარგი ადამიანი და როგორ გახადოს ცხოვრება ბევრად უფრო ლამაზი. მიხარია, რომ მთავარ როლს ტომი ასრულებს, ის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსახიობია", - ამბობს რეჟისორი.

ცოტა ხნის წინ ფილმის პირველი ოფიციალური ფოტოები გავრცელდა:

კინოსურათი ეკრანზე 2019 წლის 22 ნოემბერს გამოვა. ტომ ჰენკსის გარდა, ფილმში ვიხილავთ კრის კუპერსა და მეთიუ რაისს.

ფრედ როჯერსი 2003 წელს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.