ყაზახეთის დედაქალაქს ყოფილი პრეზიდენტის პატივსაცემად დღეიდან ნურსულთანი ჰქვია
ყაზახეთის დედაქალაქს ასტანას ყოფილი პრეზიდენტის ნუსრულთან ნაზარბაევის პატივსაცემად დღეიდან, 20 მარტიდან ნურსულთანი ჰქვია. ქვეყნის პარლამენტს ამ ინიციატივაზე ერთი სრული დღეც არ უმსჯელია და მას ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.
ყაზახეთის მთავრობა ითხოვდა, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩაეტარებინათ, თუმცა ახალმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ პარლამენტს შეუძლია, სახელის ცვლილება რეფერენდუმის გარეშე განიხილოს.
გუშინ, 19 მარტს, თითქმის 30-წლიანი მმართველობის შემდეგ ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა. მან ახალ პრეზიდენტად სენატის სპიკერის, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის დანიშვნა შესთავაზა, რომელიც ქვეყანას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე უხელმძღვანელებს. სენატის სპიკერის პოსტი კი ნაზარბაევის უფროსმა შვილმა, დარიგა ნაზარბაევამ დაიკავა.
ტოყაევი უფლებამოსილების შესრულებას დღეს, 20 მარტს შეუდგა. პარლამენტში გამოსვლისას მან ითხოვა, რომ ასტანას სახელი შეცვლოდა. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ყველა ოლქის ცენტრალურ ქალაქში მთავარი ქუჩები ნაზარბაევის სახელობის უნდა იყოს. ამასთანავე, ტოყაევმა პარლამენტს შესთავაზა, რომ დედაქალაქში ყოფილი პრეზიდენტის მონუმენტი დაიდგას და ნაზარბაევს სახალხო გმირისა და საპატიო სენატორის სტატუსი მიენიჭოს.
ახალი პრეზიდენტის თქმით, ნაზარბაევის გამოსახულების პორტრეტები და ფოტოები დარჩება, როგორც "საზოგადოებრივი ადგილების, სახელმწიფო მოხელეების კაბინეტებში, შენობებისა და სასწავლო დაწესებულების განუყოფელი ატრიბუტი".
თვითონ ნაზარბაევი გადადგომის მიუხედავად ერის ლიდერის სტატუსს იტოვებს, ყაზახეთის უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს, კონსტიტუციური საბჭოს წევრი იქნება და მმართველი პარტიის ლიდერად დარჩება.
-
გადახედვა5 მწერალი, რომელმაც პოპულარული ნაწარმოების დაწერა ინანა 5 მწერალი, რომელმაც პოპულარული ნაწარმოების დაწერა ინანა
-
გადახედვაბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს ბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს
-
გადახედვამთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა მთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა
-
გადახედვადააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც დააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
კომენტარები