მას შემდეგ რაც ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის, ხოლო ჯენიფერ ენისტონი ჯასტინ ტერუს დაშორდა, მედიაში მუდმივად არის საუბარი იმაზე, რომ პიტმა და ენისტონმა მეგობრული ურთიერთობა აღადგინა.

ამას მოწმობს ისიც, რომ ბრედი ჯენიფერის 50 წლის იუბილის აღსანიშნავად გამართულ წვეულებას დაესწრო.

სულ ახლახან კი ჭორის დონეზე გავრცელდა ცნობა, რომ ჰოლივუდის ეს ორი დიდი ვარსკვლავი Sony-ს ახალ პროექტში ერთად ითამაშებს.

Grazia-ს ცნობით, ყოფილი წყვილი ერთმანეთს ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კინოსტუდიაში შეხვდა. გამოცემის წყაროს ცნობით, ისინი სამი საათის განმავლობაში საუბრობდნენ პროდიუსერებთან და მათ საერთო ფილმს გეგმავდნენ.

იმ შემთხვევაში, თუ ენისტონ-პიტის ერთობლივი ფილმი დღის სინათლეს იხილავს, ცხადია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა იქნება როგორც ჰოლივუდში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რა თქმა უნდა, ეს შემოსავალზეც აისახება და შესაბამისად, ასეთი ფილმის გადაღება კინოსტუდიასთან ერთად ორივე მსახიობს აწყობს.