ლომჯარია: კობახიძის კანონპროექტი მოსამართლეების არჩევაზე არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ირაკლი კობახიძის კაბინეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს. აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.
როგორც ლომჯარია აღნიშნავს, რომ სასამართლო სისტემა გამოწვევის წინაშე დგას და წარმოდგენილი კანონპროექტი სისტემის გაჯანსაღების მიზანს ვერ აღწევს და იგივე შედეგების დადგომის საფრთხეს ქმნის.
"პროცედურებისა და კრიტერიუმების გაწერას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი. მას უნდა შეეძლოს არსებითად შეცვალოს გადაწყვეტილებების მიღების ის პრაქტიკა, რასაც ადგილი აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში და უზრუნველყოს სამართლიანობა", — განაცხადა ომბუდსმენმა.
წარმოდგენილი კანონის პროექტთან მიმართებით სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ რამდენიმე საკითხი უნდა შეიცვალოს. მისი თქმით, უნდა მოიხსნას მოსამართლეების საკვალიფიკაციო გამოცდის კრიტერიუმი, რადგან ეს კრიტერიუმი გამოცდილ და კვალიფიციურ პროფესიონალს კონკურსის გარეთ დატოვებს. მისივე თქმით, კანდიდატების შერჩევის ყველა ეტაპზე გამართული კენჭისყრები უნდა იყოს ღია.
ამასთანავე, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ინტერესთა კონფლიქტის საკითხი კანონპროექტით საკმარისად მოწესრიგებული არ არის. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს კონკურსში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეს ან თუ ეს შესაძლებლობა ექნება, მისი მონაწილეობა შერჩევის პროცესის ყველა სტადიაზე უნდა შეიზღუდოს.
კანონპროექტის მიხედვით, საბჭო კანდიდატებს ხმათა 2/3-ით წარუდგენს პარლამენტს. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ პარლამენტმა სხვა ალტერნატივაზე უნდა იმსჯელოს:
"სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილია პოზიცია, რომლის მიხედვითაც პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესარჩევად მოთხოვნილ უნდა იქნეს მოსამართლე წევრთა 2/3-ისა და არამოსამართლე წევრთა 2/3-ის ხმები. ალტერნატივის სახით შესაძლებელია პლურალიზმის დამატებით უზრუნველმყოფი წესის შემოღება, როდესაც პარლამენტს თითო ვაკანსიაზე სულ მცირე 3 კანდიდატი წარედგინება", — აღნიშნა ლომჯარიამ.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი ამბობს, რომ პარლამენტში შერჩევის პროცედურის მცირე ნაწილი მიმდინარეობს და განხილვისთვის მცირე ვადებია დაწესებული. მისივე თქმით, არ არის მითითებული თუ ვინ შეიძლება იყოს სამუშაო ჯგუფის წევრი, არ არის გაწერილი სამუშაო ჯგუფის როლი, საქმიანობა და ინფორმაციაზე წვდომის საკითხები.
მას პრობლემურად მიაჩნია, რომ საბჭოს მიერ კანდიდატის შესახებ მოძიებული ინფორმაცია არ ეგზავნება პარლამენტს, კანდიდატების მოსმენა კი ხდება მხოლოდ კომიტეტის სხდომაზე, სადაც კითხვების დასმა მხოლოდ კომიტეტის წევრებს შეუძლიათ და არა სამუშაო ჯგუფის წევრებს ან პარლამენტის სხვა წევრებს.
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები