შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, პეკინის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაყაჩაღებისთვის მამა-შვილი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ორგანიზაციიდან ფულის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია პოლიციელების მისვლამდე დატოვეს. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.