ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი, ჩანინგ ტატუმი საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს ხშირად ატარებს.

ის არაერთხელ გვინახავს სხვადსხვა სტილის ვარცხნილობით, თუმცა უკვე წლებია წაბლისფერ თმას ატარებს და ვაღიაროთ, უხდება კიდეც.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი მუქი ფერის თმა წარსულს ჩაბარდა და ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტატუმი ქერაა.

მსახიობი ახალი იმიჯით საზოგადოების წინაშე ინსტაგრამზე წარსდგა.

რთულია ჩანინგ ტატუმს რამე არ მოუხდეს, მათ შორის გამონაკლისი არც მოკლედ შეჭრილი ქერა თმაა. თუმცა, მისი ახალი ვარცხნილობა ბევრმა უკვე შეადარა ემინემის იმიჯს, რომელიც რეპერს 2000-იან წლებში ჰქონდა.