საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საქართველომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები 7 თვეში წარმატებით დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ პროდუქციას გაეხსნება მსოფლიოში ყველაზე დიდი - 1,4 მილიარდი მომხმარებლის ბაზარი. მთავრობის მეთაურის, იორგი კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული შეთანხმება ისტორიული მნიშვნელობისაა:

"გარდამავალი პერიოდის გარეშე, ქართული ღვინო იქნება დაშვებული ჩინურ ბაზარზე, ყოველგვარი საბაჟო გადასახადის გარეშე. წელს ჩვენ ველოდებოდით 2,5 მილიონი ბოთლის გაყიდვას ჩინურ ბაზარზე და უკვე 8 თვის მონაცემებით, 3,5 მილიონი ბოთლია გაყიდული.ჩვენ ვავითარებთ ქართული ღვინის მაღაზიების ქსელს ჩინეთში და ვფიქრობთ, რომ ჩინეთი გახდება ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და არა მხოლოდ ღვინის, ბევრი სხვა სასაქონლო დასახელების მიმართულებით. ეს არის უდიდესი მიღწევა და ვფიქრობთ, აბრეშუმის გზის პროექტის განვითარებისთვის ამას ექნება დიდი მნიშვნელობა".