ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ახალ კონსტიტუციას ხმა მისცა, თუმცა ვენეციის კომისიის მიერ გაკეთებულ კორექტირებამდე ჰქონდა ძალიან ბევრი შენიშვნა და განსხვავებული მოსაზრება. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ზე გადაცემა არჩევანში ისაუბრა:

"მე დამრჩა ის გულისწუხილი და დამრჩა ბევრი უკმაყოფილება მთლიანად [საკონსტიტუციო ცვლილებების] პროცესის მიმართ და გარკვეული ნორმების მიმართ. მათ შორის, იმ ჩანაწერის მიმართ, რაც არის მოსამართლეთა დანიშვნის წესთან დაკავშირებით", — ამბობს ბესელია და ამატებს, რომ გამოსავალია, უზენაეს სასამართლოში პარლამენტმა რეალურად აირჩიოს მოსამართლეები და არა "კობახიძის ვერსიით".

საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია გასული წლის 26 სექტემბერს მიიღო. მაშინ მომხრე 117 დეპუტატი იყო. პრეზიდენტმა კონსტიტუციას ვეტო დაადო და მოტივირებულ შენიშვნებთან ერთად პარლამენტს უკან გადაუგზავნა.

უმრავლესობამ მოტივირებული შენიშვნების ნაწილი არ გაიზიარა, ვეტო დაძლია და საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტები შეიმუშავა.

რა ცვლილებები შევიდა ახალ კონსტიტუციაში გაიგეთ აქ.