ოსკარის მფლობელი მსახიობი, ნატალი პორტმანი ახალ ფილმში Lucy in the Sky ასტრონავტის როლს ასრულებს.

ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავს ეფუძნება და ის კოსმოსში რამდენიმე წლით წასულ ასტრონავტზე მოგვითხრობს.

მას შემდეგ რაც ლუსი [ნატალი პოსრტმანი] კოსმოსიდან ბრუნდება, მიხვდება, რომ უჭირს ადამიანებთან ურთიერთობა და კარგავს რეალობის აღქმას.

რამდენიმე წუთის წინ ფილმის პირველი ტრეილერი გავრცელდა:

ნატალი პორტმანთან ერთად ფილმში ჯონ ჰამი და ელენ ბერსტინი თამაშობენ.

ფილმის პრემიერა 2019 წლის ბოლოს იგეგმება.