თბილისში, პეკინის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გირო კრედიტი დაყაჩაღება სცადეს. როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაყაჩაღების მცდელობისას არავინ დაშავებულა და თავდამსხმელებს არაფერი წაუღიათ. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ორგანიზაციის ფანჯრებს ტყვიის კვალი ეტყობა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.