საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დიციდან გატაცებული 21 წლის გივი ბერუაშვილი გათავისუფლებულია. ამის შესახებ On.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

ბერუაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ბერუაშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ოჯახის ბაღში იმყოფებოდა და მიწას ამუშავებდა. მათივე ცნობით, ბაღი საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს.