ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ გაუხარდება თუ ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობის კანდიდატი იქნება.

დღეს, 18 მარტს ნაციონალური მოძრაობის სხდომა გაიმართა, სადაც 24 მარტის ყრილობის ორგანიზებას განიხილავდნენ. როგორც ცნობილია, ამ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ, რომელიც სავარაუდოდ გრიგოლ ვაშაძე იქნება. მის კანდიდატურას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც უჭერს მხარს.

სანდრა რულოვსმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. პარლამენტში ის სიით მოხვდა, თუმცა მანდატზე უარი არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე დღეში თქვა. მის ნაცვლად პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ღვინიაშვილი შევიდა.