ადამიანები განაგრძობენ გარემოს უმოწყალოდ დაბინძურებას, რასაც ჩვენს პლანეტაზე, წყალსა თუ ხმელეთზე მცხოვრები სულ უფრო მეტი სახეობის ცხოველის სიცოცხლე ეწირება.

ჩვენ მიერ ყველგან მიმოფანტული ნაგავი განსაკუთრებით აზიანებს წყალქვეშა სამყაროს წარმომადგენლებს.

16 მარტს ფილიპინების სანაპიროზე ზღვამ მკვდარი ვეშაპი გამორიყა, რომლის სიკვდილის მიზეზიც მხოლოდ მისი გაკვეთის შემდეგ გახდა ცნობილი.

მკვდარ ვეშაპს მუცელში 40 კგ პლასტმასი აღმოაჩნდა და სავარაუდოდ, მისი სიკვდილის მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

მართალია, ერთჯერადი გამოყენების პოლიეთილენის პარკები მთელი მსოფლიოს თავის ტკივილია, თუმცა აღსანიშნავია, რომ აზიის ხუთი სახელმწიფოს — ჩინეთს, ინდონეზიას, ფილიპინებს, ვიეტნამსა და ტაილანდს, ამ კუთხით განსაკუთრებული პრობლემები აქვს, რადგან აქ არსებული პლასტმასის ნაგვის 60% საბოლოოდ ზღვებსა და ოკეანეებში ხვდება.