და აი, ეს დღეც დადგა! უკვე შეგვიძლია კვენტინ ტარანტინოს რიგით მეცხრე ფილმის Once Upon a Time in Hollywood (ერთხელ ჰოლივუდში) პირველი ტრეილერი ვნახოთ.

ფილმში მთავარ როლებს ჰოლივუდის ნამდვილი თანავარსკვლავედი თამაშობს, მათ შორის არიან ბრედ პიტი, ლეონარდო დიკაპრიო, მარგო რობი, ალ პაჩინო, კურტ რასელი, ტიმ როთი და ა.შ.

ფილმის სიუჟეტი მენსონის კრიმინალური ოჯახის შესახებ არის და ისტორია 1969 წელს ვითარდება. ეს სწორედ ის წელია, როდესაც "მენსონის ოჯახის" ლიდერმა ჩარლზ მენსონმა თავის მიმდევრებს უბრძანა, რომ ლოს-ანჟელესის გარეუბანში მდებარე სახლისთვის შეეტიათ.

მენსონის დავალებით სასტიკად მოკლედ სახლის მცხოვრებლები, მათ შორის იყო მსახიობი შერონ ტეიტი, რეჟისორ რომან პოლანსკის ორსული ცოლი. ტეიტის როლს მარგო რობი ასრულებს.

სულ ცოტა ხნის წინ, სრულიად მოულოდნელად ინტერნეტსიცრცეში ტარანტინოს ახალი ფილმის პოსტერი გავრცელდა.

მართალია ფოტო არც თუ ისე კარგი ხარისხისაა, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ეს პოსტერის საბოლოო ვერსია არ არის და მასზე მხოლოდ პიტი-დიკაპრიოს წყვილი არ იქნება გამოსახული.

რაც შეეხება ფილმს, გამოსვლის თარიღად 2019 წლის ივლისი სახელდება.

თუმცა მანამდე, დიდი ალბათობით ფილმს კანის კინოფესტივალზე უჩვენებენ.