ჰოლივუდში მრავლად მოიძებნება ისეთი მსახიობი, რომელიც როლის გამო ხშირად იცვლის გარეგნობას. ერთ-ერთი ასეთი კი ოსკარის მფლობელი ნიკოლ კიდმანია.

მსახიობი თავისი თითქმის 35-წლიანი კარიერის განმავლობაში არაერთხელ გვინახავს განსხვავებული იმიჯით დიდ, თუ პატარა ეკრანზე.

დღეს გადავწყვიტეთ კიდმანის 10 ყველაზე შთამბეჭდავი გარდასახვა გაგახსენოთ, რომელმაც დამატებითი მიზეზები მოგვცა ამ შეუდარებელი მსახიობის შესაყვარებლად.

The Hours (2002)

სტივენ დარდლის ფილმში ნიკოლ კიდმანი გენიალური მწერლის, ვირჯინია ვულფის როლს ასრულებს. სწორედ ამ როლისთვის მიიღო მსახიობმა ოსკარი.

Birth (2004)

ჯონათან გლაზერის ფილმში შესრულებული ენის როლი, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ კიდმანის ერთ-ერთი საუკეთესო შესრულებაა.

The Paperboy (2012)

რაც შეეხება ამ ფილმს, ნიკოლმა მართალია კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები ვერ დაიმსახურა, თუმცა ოქროს გლობუსის ნომინაციას მაინც გამოჰკრა ხელი.

Queen of the Desert (2015)

ასევე უარყოფითად შეფასდა კიდმანის მიერ განსახიერებული გერტრუდ ბელის როლი, თუმცა მისი ტრანსფორმაცია ამ როლისთვის ნამდვილად დასაფასებელია.

Lion (2016)

2016 წელს გამოსული გერთ დევისის ეს ფილმი ოსკარის ექვს ნომინაციაზე იყო წარდგენილი. კიდმანმა დედის როლი მოირგო.

How to Talk to Girls at Parties (2017)

ეს მიუზიკლი შეიძლება კიდმანის კარიერაში საუკეთესო როლი არ არის, თუმცა გარეგნობის ცვლილება ნამდვილად იმსახურებს დამსახურებულ აპლოდისმენტებს.

Top of the Lake (2017)

სერიალების მოყვარულები აუცილებლად დაგვეთანხმებიან, რომ ჯეინ კამპიონის ეს შოუ ნამდვილად არის ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო სერიალი. ნიკოლ კიდმანმა კი მეორე სეზონში შესრულებული როლისთვის კიდევ ერთხელ დაიმსახურა მაყურებლის დიდი სიყვარული.

Destroyer (2018)

2018 წელს გამოსული ამ ფილმისთვის კიდმანს ოსკარის ნომინაციას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა საბოლოოდ ის თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, კრიტიკოსებმა და მაყურებელმა კიდმანის თამაში მოიწონეს.

Boy Erased (2018)

ასევე დადებითად შეფასდა კიდმანის თამაში გასული წლის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ დრამაში.

The Goldfinch (2019)

მართალია, ფილმი ჯერ არ გამოსულა ეკრანზე, თუმცა როგორც ხედავთ კიდმანი აქაც არ მოერიდა ვიზუალურ გარდასახვას.