დავა არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ გალატკიონის შემდეგ მასზე დიდი პოეტი საქართველოს არ ჰყოლია. ფოტოები, რომლებიც ამ სტატიისთვის შევარჩიეთ, ციფრულ ფოტომატიანეშია დაცული. პროექტის მიზანია, აღმოაჩინოს და შეაგროვოს სხვადასხვა ოჯახებში დაცული, აქამდე საზოგადოებისთვის უცნობი ფოტოების ციფრული ვერსიები.

On.ge დროდარო შემოგთავაზებთ ხოლმე კოლექციებს ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ფოტოარქივიდან:

1. დედასთან და ძმასთან ერთად

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე

მარცხნიდან მარჯვნივ: პროკლე (აბესალომ) ტაბიძე - პედაგოგი, მაკრინე ადეიშვილი - პოეტის დედა, გალაკტიონი.

2. გალაკტიონი კითხულობს ლექსს აკაკის საფლავზე

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე / დავით შუღლიაშვილის ფოტოკოლექცია

აკაკის გარდაცვალების დღესვე გალაკტიონმა დაწერა და ჟურნალ განთიადის მესამე ნომერში გამოაქვეყნა ვრცელი ლექსი "აკაკის გარდაცვალების გამო", რომელშიც რვაჯერ მეორდება "და აკაკიც არ მომკვდარა, არა!"

3. ტიციან ტაბიძესთან ერთად

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე / დავით შუღლიაშვილის ფოტოკოლექცია

ფოტო გადაღებულია 1922 წელს

4. მიხეილ ჯავახიშვილთან ერთად, 1928 წელს

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე / მარინა შიშნიაშვილი

5. ლექსის წერის დროს

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე / დავით შუღლიაშვილის ფოტოკოლექცია

6. ვაჟას მეუღლესთან, თამარ დიდებაშვილთან ერთად

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე / ირაკლი ვართაგავა

გადაღებულია ჩარგალში

7. თბილისის სამხატვრო გალერეაში ოს მხატვართა ნამუშევრების გამოფენაზე

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე / ვ. უბოჟენკო

ფოტო გადაღებულია 1956 წელს

8. ბავშვთან ერთად თავფარავნის ტბის პირას

ფოტო გადაღებულია 1955 წელს

9. სანატორიუმში

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე / დავით შუღლიაშვილის ფოტოკოლექცია

10. გალაკტიონ ტაბიძე მინერალური წყლის ბოთლით ხელში

ფოტოს უკანა მხარეს მიწერილი აქვს: გალაკტიონ ტაბიძე მინერალური წყლის, "ვარძიის" ბოთლით ხელში. როდესაც სურათი გადაუღიათ, უთხოვია, არ დაებეჭდათ, რადგან "სხვებს ღვინო ეგონობათო". 1955 წლის ივლისი