ინტერნეტ სივრცეში ცნობილი ხელოვანების, მუსიკოსების და მომღერლების ვიდეოები გამოჩნდა. "არა ინტელექტის ოკუპაციას" – საერთო გზავნილის მქონე ვიდეო რგოლებს საავტორო უფლებათა ასოციაცია, საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.

ამ სახელწოდების კამპანია ერთი კვირის წინ დაიწყო და უკვე 50 მდე ცნობილ ადამიანს აერთიანებს. კამპანიის მიზანია საზოგადოებამდე მიიტანოს ინფორმაცია საავტორო უფლებების სფეროში, რუსული საფრთხის შესახებ, რომელიც ბოლო პერიოდში აშკარა გახდა.

ვიდეოს დასასრულს მაყურებელი ნახავს სპეციალურ გზავნილს საავტორო უფლებათა ასოციაციისგან, რომელშიც ნათქვამია: "რუსული მხარე საავტორო უფლებებში გავლენის მოპოვებას ცდილობს, რისთვისაც მან დისკრედიტაციის და ტყუილი დაპირებების გაცემის გზით, არსებული სისტემის დასუსტება დაიწყო. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს! ერთად შევაჩეროთ რუსული საფრთხე"