ე.წ. მესაზღვრეებმა გორის რაიონის სოფელ დიცში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაცია On.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირებლო მისია.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გივიკო ბერუაშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბაღში იმყოფებოდა და მიწას ამუშავებდა. მათივე ცნობით, ბაღი საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს.