უარყოფითი პერსონაჟების მიმართ მაყურებელს როგორც წესი აგრესიული დამოკიდებულება აქვს, თუმცა, ტელევიზიის ისტორიაში არსებობენ ისეთი ანტაგონისტებიც, რომლებმაც სეზონიდან სეზონამდე მოახერხეს და თავიანთი იუმორით, ქარიზმატულობითა და ინტელექტით თავი შეგვაყვარეს.

1. პეტრა სოლანო სერიალიდან Jane The Virgin

მიუხედავად იმისა, რომ პეტრა ყოველთვის პრობლემებს ქმნიდა, იუმორით ყოველთვის ახერხებდა სიტუაციიდან გამოძრომას და ამით მაყურებლის გულსაც ადვილად იპყრობდა.

2. სერსეი ლანისტერი სერიალიდან Game of Thrones

სერსეი ლანისტერს შეუძლია მთელი ქალაქი მხოლოდ იმიტომ ამოხოცოს, რომ ოდესღაც მას თავი ვინმემ ცუდად აგრძნობინა. ის ძლიერი, გამბედავი და სასტიკია, თუმცა მის თითოეულ ნაბიჯს გარკვეული გამართლება აქვს. ბოლოს და ბოლოს, თუ ვინმეს ის არ უყვარს, იმის თქმა მაინც შეგვიძლია, რომ თავისი სიდიადის გამო დიდ პატივისცემას იმსახურებს.

3. კაი პარკერი სერიალიდან The Vampire Diaries

ყველა იმ ბოროტების მიუხედავად რაც კაის გაუკეთებია, მისი ქარიზმატულობა და სასაცილო ქცევები არ გვაძლევს უფლებას, რომ მის წინააღმდეგ განვეწყოთ.

4. იდი ბრიტი სერიალიდან Desperate Housewives

ის ცხოვრობდა ისე, როგორც სურდა და აკეთებდა იმას, რაც უნდოდა. შესაძლოა, ამის გამო აითვალწუნეს, თუმცა მის გარეშე ეს სერიალი ძალიან მოსაწყენი იქნებოდა.

5. პიტერ ბეილიში სერიალიდან Game of Thrones

ვაღიაროთ, პიტერ ბეილიში ცბიერი და ვერაგი ადამიანი იყო, თუმცა თავისი ქარიზმის წყალობით მუდმივად ახერხებდა, რომ მისი მისამართით იშვიათად, თუმცა მაინც ვყოფილიყავით დადებითად განწყობილნი.

6. სერენა ჯოი სერიალიდან The Handmaid's Tale

შეუძლებელია, მხევლის წიგნის მეორე სეზონის შემდეგ სერენას მისამართით სიყვარული თუ არა, სულ მცირე პატივისცემა არ გაგჩენოდათ. ის ისეთივე მსხვერპლია, როგორიც ყველა სხვა.

7. ჰანიბალ ლექტერი სერიალიდან Hannibal

რა თქმა უნდა, შეუძლებელია სერიული მკვლელი და კანიბალი შეგიყვარდეთ, თუმცა ლექტერის ქარიზმას ვერ უარვყოფთ.

8. კლაუსი სერიალიდან The Vampire Diaries

შეხედეთ მის თვალებს! შეუძლებელია, ამ გამოხედვამ არ მოგალბოთ და გრძნობები არ გაგიჩინოთ.

9. ნეგანი სერიალიდან The Walking Dead

ნეგანი ნამდვილი ნაძირალაა, თუმცა ამავდროულად ჭკვიანი და ირონიულია. ეს მის ანგარიშზე დამატებით ქულებს წერს.

10. ლუციფერი სერიალიდან Supernatural

თუ ვინმე იკითხავს, როგორ შეიძლება ლუციფერი შეგიყვარდეს, აჩვენეთ მას ეს ფოტო! გინახავთ ვინმე სხვა ასეთი სარკასტული?

11. ჯიმ მორიარტი სერიალიდან Sherlock

დიახ! მორიარტი ბოროტი ადამიანია, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის იმაში, რომ თავდავიწყებით შეგვიყვარდეს.

12. სიუ სილვესტერი სერიალიდან Glee

მიუხედავად იმისა, რომ სიუ ყოველთვის ამცირებს სხვებს და თავი ყოველთვის ყველაზე მაგარი ჰგონია, ის მაინც რჩება სერიალის ყველაზე საინტერესო და სასაცილო პერსონაჟად. და კიდევ, მისი ცივი გამოხედვის მიღმა ნამდვილად იმალება დიდი სიყვარული.

13. ვილანელი სერიალიდან Killing Eve

ძლიერი, საინტერესო, სარკასტული და გამბედავი! ყველაფერი ეს ვილანელს ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პერსონაჟად აქცევს.