2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულებმა, ბორჯღალოსნებმა კრასნოდარში რუსეთის ნაკრებთან დასკვნითი შეხვედრა გამართეს და ანგარიშით 22:6 დაამარცხეს.

შეხვედრის პირველ ტაიმში ანგარიში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ 10:3 იყო.

წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბორჯღალოსნებმა ოთხივე მატჩი მოიგეს. მათ რუმინეთის, ესპანეთის, ბელგიისა და გერმანიის ნაკრებები დაამარცხეს. გერმანიის დამარცხების შემდეგ ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.