თუ ფიქრობთ, რომ ქსოვა მხოლოდ ბებიებს უყვართ და გამოსდით, ძალიან ცდებით, რადგან ეთიოპიაში ცხოვრობს 11 წლის ბავშვი, რომელიც უკვე წლებია, რაც ქსოვით არის გატაცებული.

ფოტო: jonahhands

ჯონაჰ ლარსონი 5 წლის იყო, როდესაც თავისი პირველი ნამუშევარი შექმნა, წლების შემდეგ კი მოახერხა, რომ ინტერნეტში პოპულარობა მოეპოვებინა და საკუთარი ჰობი მომგებიან ბიზნესადაც ექცია.

ფოტო: jonahhands

ჯონაჰს ინსტაგრამზე 245 ათასი გამომწერი ჰყავს, იუთუბზე კი პატარა გენიოსის ვიდეოებს 26 ათასზე მეტი ადამიანი ადევნებს თვალყურს.

საკუთარ ვიდეოებში ბიჭი ქსოვის სხვადასხვა ხერხებზე და საკუთარ ნამუშევრებზე საუბრობს:

ეთიოპიელი ბიჭი ხალიჩებს, მაგიდაზე დასაფენებს, კაშნეებსა და სათამაშოებს ქსოვს. ბიჭი დედასთან ერთად წიგნის გამოშვებასაც გეგმავს, რომელშიც ყველაფერს ამოვიკითხავთ ქსოვის შესახებ.

ფოტო: jonahhands

ფოტო: jonahhands

ფოტო: jonahhands

ფოტო: jonahhands

ეს ყველაფერი არ არის, ჯონაჰი საკუთარ ნამუშევრებს ეთიოპიელ ბავშვებს სრულიად უსასყიდლოდ უგზავნის და აქვს ფონდი, რომელიც ამ ბავშვების ოცნებების ასრულების მიზნით შექმნა.