ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე 226-კილოგრამიანი მონღოლი მებრძოლი, ტურნირის ლიდერი, იჩინოჯო დაამარცხა. ტურნირზე ეს იჩინოჯოს პირველი მარცხია (7/1). გორგოძემ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და მისი ბალანსი 5/3-ია.

ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე მაეგაშირა შოდაი იქნება, რომელსაც ჰარუ ბაშოზე რვიდან რვა წაგება აქვს. შეჯიბრი ხვალ გაიმართება.

ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად ტურნირზე, სულ მცირე, რვა გამარჯვება უნდა მოიპოვოს.