თავდასხმის შემდეგ ახალი ზელანდიის ხელისუფლება იარაღზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს
მეჩეთებზე თავდასხმის შემდეგ ახალი ზელანდიის ხელისუფლება იარაღზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა პრესკონფერეციაზე განაცხადა, რომ ნახევრად ავტომატური იარაღის გაყიდვის აკრძალვაზე ფიქრობს.
"ერთი რამ შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ ჩვენი კანონმდებლობა იარაღის კონტროლზე შეიცვლება. აქამდე მსგავსი მცდელობები იყო და ახლა ამის დრო მოვიდა", — აღნიშნა არდერნმა
ახალ ზელანდიაში ნახევრად ავტომატური იარაღის ყიდვა 16 წლის ზევით პირისთვის ინტერნეტითაც შეუძლია. ამასთანავე ხელისუფლება განიხილავს, რომ იარაღის მოდიფიკაცია და სამხედრო იარაღთან მიახლოება აიკრძალოს. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მეჩეთებზე თავდასხმაში ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს ნახევრად ავტომატური და მოდიფიცირებული იარაღი ჰქონდა, რომელიც მან ლეგალურად იყიდა.
15 მარტს შეიარაღებული პირები ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში ორ მეჩეთს დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50-მდე დაშავდა. პოლიციამ ოთხი ეჭვმიტანილი პირი დააკავა, მათგან ერთი კი მოგვიანებით გაუშვა. აღმოჩნდა, რომ დაკავებული სამოქალაქო პირია, რომელიც იარაღს ატარებდა და თავდასხმის დროს პოლიციის დახმარება სურდა.
ერთ-ერთი თავდამსხმელი, წარმოშობით ავსტრალიელი, 28 წლის ბრენტონ ტარანტი მეჩეთში შესვლამდე პირდაპირ ეთერში გავიდა და თავისი განზრახვის შესახებ მოყვა და თავდასხმამდე მანიფესტი გამოაქვეყნა. მისი საუბარი ისლომოფობიური შინაარსის იყო და მაგალითებად სხვა თავდამსხმელები, ანდრეს ბრეივიკი და დარენ ოსბორნი მოჰყავდა. ტარანტს პოლიციამ ბრალი თავდასხმის დღესვე წაუყენა. ის 16 მარტს სასმართლოს წინაშე წარსდგა და პატიმრობა შეეფარდა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები