შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ორივე პირი წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო.

უწყების განცხადებით, ბრალდებულებმა 15 მარტს თბილისში მოქალაქის ავტომანქანა გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციამ ორივე მათგანი ადგილზე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა ჩადენილი ქურდობის რამდენიმე ფაქტი აღიარეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.