შვეიცარიელი მეცნიერები აცხადებენ, რომ თუ ყველს მუსიკას ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოასმენინებთ, ის უფრო გემრიელი გახდება. ზოგიერთი ტიპის მუსიკა კი, მაგალითად, ჰიპ-ჰოპი, ყველზე შესაძლოა სხვა ჟანრებთან შედარებით უფრო კარგ გავლენას ახდენდეს.

ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც ემენტალის ცხრა ათკილოიანი ყველი ხის ხუთებში მოათავსეს სექტემბერში დაიწყო.

ხის ყუთებში არსებული ყველები მუსიკას ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში უსმენდნენ. ერთ-ერთი ყველი A Tribe Called Quest-ის We Got it From Here-ს უსმენდა, მეორე კი მოცარტის ჯადოსნურ ფლეიტას, ერთ-ერთ ყველას Led Zeppelin-ის Stairway to Heaven-ის მოსმენა ერგო წილად.

მეცნიერებს არც ელექტრონული მუსიკა დავიწყებიათ, ყველებისათვის შექმნილ კრებულში ასევე მოხვდა Vril-ის UV და Yello-ს Monolith.

მეცნიერებმა ასევე აარჩიეს სამი ყველი, რომლებსაც უბრალოდ დაბალი, საშუალო და მაღალი სიხშირის ტალღებს ასმენინებდნენ, ხოლო ერთი ყველი კი სრულ სიჩუმეში ინახებოდა.

"ყველაზე აშკარა განსხვავება ყველის არომატში, სუნსა და გემოში იყო. ყველს, რომელიც ჰიპ-ჰოპს უსმენდა, ყველაზე არომატული და ძლიერი გემო ჰქონდა", - აცხადებს ბერნის ხელოვნების უნივერსიტეტის მკვლევარი.

"ყველები ერთმანეთისგან აშკარად განსხვავდებოდნენ, არა მხოლოდ გემოთი, არამედ სუნით, სტრუქტურითა და შესახედაობითაც", - Reuters TV-სთან ინტერვიუში ჟიურის წვრმა განაცხადა, რომ ყველების

ექსპერიმენტის ჩასატარებლად მეცნიერებმა დინამიკების ნაცვლად პატარა გადამცემები გამოიყენეს, რომელთა მეშვეობითაც ტალღები ყველს პირდაპირ გადაეცემოდა.

"მუსიკალური ენერგია პირდაპირ ყველის შუაგულში რეზონირებდა", - აცხადებს ბერნის ხელოვნების უნივერსიტეტის წარმომადგენელი მაიკლ ჰერენბერგი.

ბიტ ვამპფლერი, რომელმაც აღნიშნული ყველები შექმნა, აცხადებს, რომ ჟიურიმ ცხრავე ყველი ორ-ორჯერ გასინჯა, შედეგები კი ორივე გასინჯვის დროს მსგავსი იყო. მისი თქმით, ახლა ისინი ყურადღების გამახვილებას ჰიპ-ჰოპზე გეგმავენ.

"ახლა ვაპირებთ ხუთი ან ათი ყველი ავიღოთ და მათ ჰიპ-ჰოპი მოვასმენინოთ, შემდეგ კი ისინი ერთმანეთს შევადაროთ", - აცხადებს ის.