ჩვენ უამრავი საყვარელი სუპერგმირი გვყავს, რომელთა ისტორიებსაც ჰოლივუდურ ფილმებში სიამოვნებით ვადევნებთ ხოლმე თვალს და ხშირადაც გვიოცნებია, რომ ჩვენც სხვებისგან განსხვავებული ვყოფილიყავით.

გაგიკვირდებათ და რეალურ ცხოვრებაშიც არსებობენ ყველასგან განსხვავებული ადამიანები, რომლებიც სხვებისგან საკუთარი განსხვავებული ვიზუალური მახასიათებლებით გამოირჩევიან.

ძალიან ელასტიური ხელი, საცეცებიანი ენა, ექვსი თითი ერთ ხელზე — ეს ყველაფერი არ არის, რასაც ამ განსაცვიფრებელ ფოტოებში ნახავთ:

1. შავ-თეთრი თმა

ფოტო: Bell_Ashley666

ბევრ ჩვენგანს აქვს მშობიარობის დროინდელი რაიმე ნიშანი, თუმცა ამ დედა-შვილს დაბადებინდანვე შავ-თეთრი თმა, ანუ პოლიოსისი აქვთ, რასაც ფერის პიგმენტის, მელანინის ნაკლებობა იწვევს.

2. თვალი ორ სხვადასხვა ფერში

ფოტო: anpeneMatt

თუ ფიქრობთ, რომ სხვადასხვა ფერის თვალის ეფექტს კონტაქტური ლინზები ქმნის, ძალიან ცდებით. ეს ჰეტეროქრომიის სინდრომის დამსახურებაა, რასაც გენეტიკური ცვლილება იწვევს და შედეგად ვიღებთ სხვადასხვა ფერის თვალებს, სადაც ერთი ფერი ყოველთვის დომინირებს მეორეზე.

3. ექვსი თითი

ფოტო: the_cozy_one

ისევე როგორც ამ კაცს, მის შვილსაც პოლიდაქტილია, ანუ თითო ხელზე ზედმეტი თითი აქვს, რაც გენეტიკურად თანდაყოლილი ანომალიაა.

4. სხვადასხვა ზომისა და ფორმის ცერა თითები

ფოტო: ChewyPickle

მოგვწონს თუ არა, ჩვენი სხეული ჩვენი მშობლების გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით ყალიბდება. ამ ფოტოზე კი ხედავთ ადამიანს, რომლის ცერა თითებზეც ორივე მშობლის გენეტიკის გავლენა შეინიშნება.

5. საჩვენებელი თითი ფრჩხილის გარეშე

ფოტო: nofapventure,nofapventure

დიახ, ამ გოგოს საჩვენებელ თითზე არ აქვს ფრჩხილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ანონიქია, ანუ ფრჩხილის თანდაყოლილი უქონლობა აქვს.

6. საცეცებიანი ენა

ფოტო: SligPants

ენის ქვეშ არსებული კანის წანაზარდები, რომლებიც საცეცებს ჰგავს, არ წარმოადგენს რაიმე სერიოზულ დაავადებას და ხელს არ უშლის ენის ნორმალურ ფუნქციონირებას.

7. ნახევრად ჭორფლიანი სახე

ფოტო: notsosecrett

ამ კაცს ძალიან იშვიათი ვიზუალური მახასიათებელი, ნახევრად ჭორფლიანი სახე აქვს, რომელიც ჯერ კიდევ ადამიანის დაბადებამდე იწყებს ჩამოყალიბებას. ეს გენეტიკური მუტაციის შედეგია, რომელიც, როგორც წესი სხეულის ნახევარზე იჩენს ხოლმე თავს.

8. დეფორმირებული თვალის გუგა

ფოტო: Spikenws

არ გეგონოთ, რომ ეს ფოტო მანიპულაციის შედეგია, ამ ადამიანს ნამდვილად აქვს თვალის გუგაზე "შრამი". ეს არის დეფორმირებული ქსოვილის ნაწიბური, რომელიც ბუნდოვან და დამახინჯებულ მხედველობას იწვევს.

9. ოთხი თითი

ფოტო: evan4765

ოთხი ან ნაკლები თითი აქვთ ადამიანებს, რომლებსაც მუცლად ყოფნისას ხელის მტევანი სრულყოფილად არ განუვითარდათ. მსგავს შემთხვევებში კი პროთეზირება, ფიზიკური თერაპია, ან სულაც ქირურგიული ჩარევა ხდება.

10. გადაბმული ფეხის თითები

ფოტო: IanthegeekV2

გადაბმული ფეხის თითებიც ანომალიური ვიზუალური მახასიათებელია, რომელსაც ასევე გენეტიკური მუტაცია განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევები ცხოველებშიც ხშირად გვხვდება, თუმცა არც ადამიანების შემთხვევაშია იშვიათი მოვლენა.

11. პატარა საჩვენებელი თითი

ფოტო: poopjetpack

ეს კაცი 10 წლის იყო, როდესაც საჩვენებელი თითის ნახევარი დაკარგა, მის შვილს კი დაბადებიდანვე მამამისის მსგავსი, პატარა საჩვენებელი თითი აქვს. ეს ახლად შეძენილი გენეტიკური მახასიათებელია, რაც, ჯერ კიდევ, მეცნიერების გამოკვლევის საგანია.

12. ნახევრად თეთრი წამწამი

ფოტო: smsikking

როდესაც ეს ადამიანი 11 წლის იყო, აღმოაჩინა, რომ ნახევარი წამწამი თეთრი ფერის ჰქონდა. ეს კანის დაავადების, ვიტილიგოს დამსახურებაა, რაც სხეულის რომელიმე ნაწილში იმუნური სისტემის დაქვეითებას ნიშნავს, რაც კანის ან თმის გათეთრებით გამოიხატება.