არც კი ვიცით, ეს ამბავი სასიხარულოა თუ არა: ინდოეთში მალე ფორესტ გამპის რიმეიქს გადაიღებენ.

ბოლივუდის სუპერვარსკვლავი, ამირ ხანი ინდურ რიმეიქში მთავარ როლს შეასრულებს.

ფილმის ინდურ ვერსიას Lal Singh Chaddha ერქმევა და მისი გადაღებები სავარაუდოდ ამ წლის ზაფხულში დაიწყება, პრემიერა კი 2020 წელს შედგება.

"ყოველთვის მიყვარდა ფორესტ გამპი. ეს არის არაჩვეულებრივი ისტორია, არაჩვეულებრივი პერსონაჟებით. მიხარია, რომ ამის ნაწილი მეც ვიქნები", - ამბობს ამირ ხანი.

ამირ ხანი ინდურ შოუ-ბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ვარსკვლავად ითვლება. ფილმები მისი მონაწილეობით ყოველთვის ექცევა ინდური ბოქს ოფისების სათავეში.