ტერორისტული თავდასხმა ახალ ზელანდიაში მდებარე მეჩეთებზე, რომლის დროსაც 50-მდე ადამიანი დაიღუპა, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ერთ-ერთ მომენტში ვიდეოში ისმის, რომ სავარაუდო თავდამსხმელი ყვირის: გამოიწერეთ PewDiePie

ცნობილი იუთუბერი PewDiePie, რომლის ნამდვილი სახელიც ფელიქს შელბერგია, ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა. მისი თქმით, საშინელებაა, რომ ამ ადამიანმა მისი სახელი წარმოთქვა. მან გარდაცვლილთა ოჯახებსაც მიუსამძირა.

PewDiePie-ს განცხადებები ბევრჯერ შეფასებულა როგორც რასისტული, ანტისემიტური და ნაციონალისტური, თუმცა მას ძალადობა არასდროს წაუხალისებია.

ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი, რის გამოც შეიძლება ტერორისტს PewDiePieეხსენებინა, შეტევის შესახებ ცნობადობის გაზრდაა. მანიფესტში, რომელსაც მედია თავდასხმას უკავშირებს, დეტალურად არის განხილული გეგმა, რომლითაც ტერორისტული თავდასხმის მიმართ მაქსიმალური ყურადღების მიპყრობა შეიძლება.

ფეისბუქმა დაადასტურა, რომ სროლის ამსახველი ვიდეო პლატფორმიდან წაშალა.

ამავე თემაზე: